გამოჩენილი მათემატიკოსები

52-ე საჯარო სკოლის IXბ კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს პრეზენტაცია ცნობილი მათემატიკოსების შესახებ მსოფლიოს მასშტაბით. მათ ისაუბრეს იმაზე, თუ რა წვლილი შეიტანეს ქვემოთ ჩამოთვლილმა მათემატიკოსებმა მათემატიკის განვითარებაზე.



ცნობილი მათემატიკოსი ილია ვეკუა დაიბადა 1907 წლის 23 აპრილს გალის მუნიციპალიტეტში. მან მოღვაწეობა დაიწყო 1933 წელს უნივერსიტეტში ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე და გარდაიცვალა 1977 წლის 2 დეკემბერს. მან დაამუშავა ელიფსური განტოლებებისათვის ამოხსნათა ზოგადი წარმოდგენების თეორია და შესაძლებელი გახადა მისი გამოყენება სასაზღვრო ამოცანების შესასწავლად.








გიორგი ნიკოლაძე დაიბადა 1888 წლის 11 აგვისტოს სამტრედიაში. 1927 წელს მან დაამუშავა ალგებრული სისტემების თეორია.















შემდეგი მათემატიკოსი კი გახლავთ ანდრია რაზმაძე. იგი დაიბადა 1889 წელს. 1910 წელს მან დაწერა 170 გვერდიანი ნაშრომი ,,რიცხვთა თეორიის კონსპექტი" და პირველი ხარისხის დიპლომი მიანიჭეს. 1917 წელს ჩააბარა სამაგისტრო გამოცდები და მაგისტრის წოდება მიიღო. 1924 წელს გააკეთა მოხსენება მათემატიკოსთა მსოფლიო კონგრესზე, ამერიკაში. 1925 წელს პარიზში დაიცვა სადოქტორო დისერტაცია. იგი ყველგან ცდილობდა საქართველოს წარმოჩენას მათემატიკის მხრივ.


ახლა კი გადავიდეთ მსოფლიოში ცნობილ მათემატიკოსებზე. პირველი მათგანია პითაგორა, რომელიც საბერძნეთში მოღვაწეობდა ძვ. წ. 580-500 წწ. მისი დაბადების შესახებ ზუსტი ინფორმაცია არ მოიპოვება, მაგრამ ნამდვილად ვიცით ის, რომ მან შექმნა თეორემა, რომელიც მთელს მათემატიკაში უმნიშვნელოვანესად იქცა. რომ არა ეს თეორემა, დღეს მრავალი სხვა თეორემაც არ იარსებებდა.


ფრანსუა ვიეტი დაიბადა 1540 წელს. იგი ცნობილია თავისი თეორემით, რომელიც ძალიან ამარტივებს დაყვანილი სახის კვადრატული განტოლების ამოხსნას.


შემდეგი მათემატიკოსი გახლავთ ევარისტ გალუა, რომელიც დაიბადა 1811 წლის 25 ოქტომბერს. მისმა გამოკვლევებმა განსაკუთრებული გავლენა მოახდინა ალგებრის განვითარებაზე. მან ძალიან ადრეულ ასაკში გამოავლინა მათემატიკისადმი ლტოლვა. ერთხელ, მისმა მასწავლებელმა კლასს დაავალა 1-დან 100-ის ჩათვლის რიცხვების ჯამის პოვნა. მან კი ამის გამოთვლა შეძლო რამდენიმე წამში, რამაც ყველა გააოცა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მაშინ არითმეტიკული პროგრესიის ფორმულები არ არსებობდა და დღემდე არავინ იცის, თუ როგორ მოახერხა ეს ევარისტმა.


პრეზენტაციაში ბოლო მათემატიკოსი არის რენე დეკარტი. გარდა მათემატიკისა, იგი იყო ფილოსოფოსიც. ასევე მას იტაცებდა სხვა მეცნიერების დარგებიც როგორიცაა: ოპტიკა, მექანიკა,ბიოლოგია. 1619 წლის 10 ნოემბერს მან აღმოაჩინა უნივერსალური კოორდინატთა მეთოდი. ამ აღმოჩენამ მას მთელს მსოფლიოში გაუთქვა სახელი.



ეს იყო მცირე ჩამონათვალი იმ უამრავი მათემატიკოსებისა, ვისაც დიდი წვლილი მიუძღვის მათემატიკის აღორძინებაში.

No comments:

Post a Comment