,,Apple" - იფიქრე განსხვავებულად

52-ე საჯარო სკოლის IXბ კლასის მოსწავლეებმა გააკეთეს პრეზენტაცია დღესდღეობით მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ კომპანია ,,Apple"-ზე.



Apple დაარსებულ იქნა 1976 წლის 1 აპრილს სტივ ჯობსისა და სტივ ვოზნიაკის მიერ. ეს ორი ადამიანი ერთმანეთს სკოლის ასაკიდან იცნობდნენ. პირველი პროექტი, რომელიც განახორციელეს ჯობსმა და ვოზნიაკმა იყო მოწყობილობა BlueBox. ეს იყო ელექტრონული მოწყობილობა, რომელიც ტელეფონის ქსელში აგზავნიდა იმპულსებს და მწყობრიდან გამოყავდა სატელეფონო სადგური. ამ მოწყობილობით შესაძლებელი იყო მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში უფასოდ დარეკვა. მათ შეძლეს 200 –ზე მეტი Bluebox –ის შექმნა და გაყიდვა.1976 წელს გამოვიდა Apple-ის პირველი კომპიუტერი Apple Computer I. პრეზენტაცია გაიმართა კომპიუტერულ კლუბში Homebrew Computer Club, რითაც ახალგაზრდა კომპანიამ მიიქცია მსოფლიოში პირველი კომპიუტერული მაღაზიის Byte Shop – ის ყურადღება . ამ მოვლენის შედეგად საგრძნობლად გაიზარდა შეკვეთების რაოდენობა და ამიტომ საჭირო გახდა ინვესტიციების მოძიება კომპანიისთვის. სულ მალე სტივ ჯობსის აქტიურობით Apple-მა მიიღო პირველი ინვესტორი – მილიონერი არმას კლიფ მარკკულუ, რომელმაც საკუთარი 90 000 დოლარის და ამერიკის ბანკის (Bank of America) 250 000 დოლარის კრედიტის ინვესტირება მოახდინა კომპანიაში. შედეგად 1977 წლის 3 იანვარს ფირმა Apple (Apple Computer) გახდა სააქციო საზოგადოება.



სტივ ჯობსი











სტივ ვოზნიაკი












რატომ ვაშლი?

ლოგო, რომელიც რონალდ უეინმა შექმნა, დღევანდელ ლოგოსთან არანაირად არ არის კავშირში. ეს იყო ხელოვნების მინიატურული ნიმუში. ცენტრში გამოსახული იყო გამოჩენილი ინგლისელი მეცნიერი სერ ისააკ ნიუტონი, რომელსაც ეს-ესაა ვაშლი დაეცემა თავში. შემდგომში „ნიუტონის თემა“ ჰპოვებს გაგრძელებას, როდესაც Apple თავის პირველ ჯიბის კომპიუტერს გამოუშვებს.

 
ნიუტონი… გონება, რომელიც მარტოდმარტო მიცურავს უცნაურ აზრთა მორევში.





ლოგოს სახეცვლილება




ეფლის მეორე ლოგო



ეფლის მესამე ლოგო
















ეფლის დღევანდელი ლოგო

















,Apple"-ს დიდი შეცდომა იყო პერსონალური კომპიუტერი Apple III. იგი თითქმის არაფრით განსხვავდებოდა წინა მოდელისგან, ამასთანავე იყო 8 ბიტიანი. თანაც, სწორედ ამ დროს მისმა კონკურენტმა ,,IBM-მა" წარმოადგინა 16 ბიტიანი მოდელი. ცხადია, ,,Apple"-ს კომპიუტერი ძალიან ცოტა ადამიანმა შეიძინა. ეს იყო კომპანიის მარცხი.






სტივ ჯობსი გარდაიცვალა 2011 წელს პანკრეატული სიმსივნისგან. მისი გარდაცვალების შემდეგ, კომპანიამ ძველი სახე დაკარგა და იგი ვეღარ გვთავაზობს ბევრ ექსკლუზიურ მოწყობილობას და ფუნქციებს. ამის მიუხედავად, იგი კვლავ ითვლება ტექნოლოგიურ გიგანტად.

No comments:

Post a Comment