52-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებმა შემოგვთავაზეს პრაქტიკული ამოცანები, რომელთა ამოსახსნელადაც საჭიროა მათემატიკის გამოყენება.
ამოცანა 1.
ნაყინის გამყიდველი 1 ნაყინს 20 თეთრად შეისყიდის და ყიდის - 25 თეთრად. ნაყინის შესასყიდი თანხის გარდა მენაყინეს ყოველდღიურად სჭირდება 1,5 ლარი ხარჯებისთვის (მაცივარი, ელექტრო-განათებისთვის და ა.შ.). რა შემთხვევაში გადააჭარბებს შემოსავალი ხარჯს?
რა დამოკიდებულება ერთი დღის განმავლობაში x ცალი ნაყინის გაყიდვისგან მიღებულ (y ლარი) მოგებასა და x-ს შორის? აღწერეთ ალგებრული ხერხით, ააგეთ გრაფიკი და გაანალიზეთ. კიდევ რომელი ხერხით შეიძლება ამოცანის ამოხსნა?
პასუხი:
პასუხი:
ამოცანა 2 (ოპტიმიზაცია):
წარმოიდგინეთ, რომ თქვენი საქმიანობაა ბიზნეს-კონსულტაციების გაწევა, მენეჯერი მოვიდა თქვენთან, რომ დაეხმაროთ ოპტიმალური არჩევანის მიღებაში: თუ მარკეტი ყოველდღიურად გადაურიცხვას კომპანიას 800ლარს, მაშინ ყოველ ერთ ცალ იოგურტს შეისყიდის 1,25 ლარად,თუ წინასწარ გადაიხდის 400ლარს, მაშინ ყოველ ერთეულ პროდუქციაზე გადასახადი იქნება 1,3 ლარი. წინასწარი გადასახადის გარეშე 1 ცალი იოგურტის ფასი 1,35 ლარია. კითხვა: რომელ შემთხვევაში იქნება მარკეტისთვის შესყიდვა უფრო ხელსაყრელი(მომგებიანი) ?
ამოცანა 3:
იყიდება ოთხნაირი იოგურტი, ფასი:0,6ლარი;1,2ლარი;2,4ლარი და 3 ლარი. თითოეული სახის რამდენი იოგურტის შეძენა შეიძლება 12 ლარად?
პასუხი:
ამ ამოცანების საშუალებით დანარჩენმა მოსწავლეებმა შეიცნეს მათემატიკის პრაქტიკული გამოყენების შესახებ.
No comments:
Post a Comment